1. სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც დაფრინავენ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფიზიკურად კონტროლირებადი არეალების თავზე, ან იმ არეალების თავზე, რომლებზეც ფიზიკური კონტროლი ნათლად არ არის გამოხატული, გარემოებათა შესაბამისად, შეიძლება უბრძანონ ხმელეთზე ან წყალზე დაშვება, რათა შესაძლებელი გახდეს შემოწმების ჩატარება ქვემოთ მოცემული პუნქტების შესაბამისად. სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ ნებისმიერ ასეთ ბრძანებას.
2. თუ ასეთი ხომალდი დაეშვება ხმელეთზე ან წყალზე, ბრძანების საფუძველზე ან რაიმე სხვა მიზეზით, ის შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების დადგენის მიზნით. ნებისმიერი ამგვარი შემოწმება უნდა დაიწყოს დაყოვნების გარეშე და განხორციელდეს სწრაფად. შემმოწმებელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დაჭრილთა და ავადმყოფთა ხომალდიდან გადმოყვანა, თუ მათი გადმოყვანა აუცილებელი არ არის შემოწმებისათვის. ამ მხარემ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს, რომ შემოწმების ან ხომალდიდან გადაყვანის შედეგად არ გაუარესდეს დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობა.
3. თუ შემოწმებით დადგინდება, რომ საჰაერო ხომალდი:
(ა) სამედიცინო საჰაერო ხომალდია მე-8 მუხლის (კ) ქვეპუნქტის თანახმად,(ბ) არ არღვევს 28-ე მუხლით დადგენილ პირობებს, და
(გ) ფრენას არ ასრულებს წინასწარი შეთანხმების გარეშე, ან ასეთი შეთანხმების დარღვევით, როცა ასეთი შეთანხმება აუცილებელია, მაშინ საჰაერო ხომალდი და მასში მყოფი პირებს, რომლებიც ეკუთვნიან მოწინააღმდეგე მხარეს, ნეიტრალურ ან იმ სახელმწიფოს, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე, უნდა მიეცეთ ფრენის დაუყოვნებლივ გაგრძელების ნებართვა.
4. თუ შემოწმებით დადგინდება, რომ საჰაერო ხომალდი:
(ა) არ არის სამედიცინო საჰაერო ხომალდი მე-8 მუხლის (კ) ქვეპუნქტის თანახმად,(ბ) არღვევს 28-ე მუხლი დადგენილ პირობებს, ან
(გ) ფრენას ასრულებს წინასწარი შეთანხმების გარეშე, ან ასეთი შეთანხმების დარღვევით, როცა ასეთი შეთანხმება აუცილებელია,მაშინ ამგვარი საჰაერო ხომალდი შეიძლება დააკავონ. მასში მყოფ პირებს უნდა მოეპყრონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების თანახმად. ნებისმიერი დაკავებული საჰაერო ხომალდი, რომელიც მუდმივ სამედიცინო საჰაერო ხომალდად იყო განსაზღვრული, შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამედიცინო საჰაერო ხომალდის სახი