1. ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.  ჰოსპიტალის დირექტორი:

ა)  განსაზღვრავს თანამშრომლების ფუნქციებს;

ბ) წარმოადგენს ჰოსპიტალს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ჰოსპიტალის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ჰოსპიტალის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;

გ) მართავს ჰოსპიტალის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  ჰოსპიტალის თანამშრომლებს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა);

ე) ახორციელებს ჰოსპიტალის თანამშრომლების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას;

ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ეკისრება პასუხისმგებლობა ჰოსპიტალის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ, პროდუქტიულ, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებაზე;

ზ) ამტკიცებს ჰოსპიტალის  წლიურ ბიუჯეტს, სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს სამინისტროსთან შეთანხმებით;

თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) პასუხს აგებს ჰოსპიტალის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე და პასუხისმგებელია სამხედრო ჰოსპიტალში  სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის დაცვისათვის;

კ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ჰოსპიტალში ქმნის დროებით ან/და მუდმივმოქმედ მიზნობრივ ჯგუფებსა და კომისიებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;

ლ) დისციპლინისა და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით ქმნის ეთიკის კომისიას, განსაზღვრავს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს;

მ) უფლებამოსილია ჰოსპიტალის თანამშრომლებს დაუნიშნოს დანამატი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ნ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეს;

ო) ახორციელებს  ჰოსპიტალის  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა  უფლებამოსილებებს.

3.  დირექტორს სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. ჰოსპიტალის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.

5. ჰოსპიტალის დირექტორისა და მოადგილისათვის დანამატისა და ჯილდოს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

6. ჰოსპიტალში შესაძლოა დასაქმებულნი იყვნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები.

7. ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეს, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრ