1. გადაუდებელი დახმარების განყოფილების მიზანია პაციენტისათვის დროული მაღალხარისხოვანი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარება, ასევე სათანადო დაკვირვება და მოვლა, სათანადო კვლევების, დიაგნოზისა და მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მოქმედი მარეგულირებელი პროტოკოლისა და გაიდლაინის მიხედვით.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) განყოფილების უფროსისათვის დიაგნოზის, პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის საკითხის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;

ბ) სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

გ) პაციენტისთვის დანიშნულების მიცემა და მისი შესრულების კონტროლი;

დ) პაციენტის გადაუდებელი დახმარების დროული აღმოჩენა;

ე) პაციენტის სიკვდილის თითოეული შემთხვევის გაანალიზება და ხელმძღვანელობისათვის დაწვრილებით მოხსენების გაკეთება;

ვ) დაქვემდებარებული საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მუშაობის კონტროლი;

ზ) ყველა საგანგებო შემთხვევის განყოფილების უფროსისათვის დაუყოვნებლივ მოხსენება;

თ) სამედიცინო ანგარიშის შედგენის მიზნით უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;

ი) იმ დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, რომელიც გულისხმობს ავადმყოფის თანხმობას ინვაზიურ ჩარევაზე, აქტის გაფორმებას ავადმყოფის მიერ მკურნალობაზე უარის შესახებ და სხვა;

კ) პაციენტთან ურთიერთობის დროს კონფიდენციალურობისა და დეონტოლოგიის ნორმების დაცვ