1. სისხლის ბანკის მიზანია განახორციელოს სისხლის კომპონენტების დამზადება და განკარგვა, ჰოსპიტალის უზრუნველყოფა სისხლის კომპონენტებით და კლინიკურ-ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის წარმოება.

2. სისხლის ბანკის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჰოსპიტალის სისხლის კომპონენტებით მომარაგების ხელშეწყობა;

ბ) სისხლის გადასხმის პროცედურის უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა სისხლის კომპონენტებით, კანონმდებლობით დადგენილი წესი