1. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს ჰოსპიტალის მიერ დასახული მიზნების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს ჰოსპიტალის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჰოსპიტალის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ჰოსპიტალის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, დირექტორისათვის წარდგენა;
დ) ჰოსპიტალის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ე) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ზ) ჰოსპიტალის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
თ) ჰოსპიტალის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ი) ჰოსპიტალში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ჰოსპიტალის დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადებ