1. სამსახურის მიზანია პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

2. სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია იყოს ჰოსპიტალში მიმდინარე სამედიცინო საქმიანობა. ჰოსპიტალის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება,  არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და მოქმედებების შესრულება.

3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის კონტროლი;

ბ) ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა;

გ) ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენების კონტროლი;

დ) სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოების კონტროლი;

ე) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების კონტროლი;

ვ) რეფერალურ ქსელში ეფექტური ჩართულობა;

ზ) პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასების მონიტორინგი და ანალიზი;

თ) შემდეგი შემთხვევების აუცილებელი წესით აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში შესწავლა:

თ.ა) ლეტალური გამოსავალი;

თ.ბ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;

თ.გ) სამედიცინო შეცდომა/გადაცდომა;

თ.დ) ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა;

თ.ე) პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;

თ.ვ) სტატისტიკურად ხშირი გართულება;

თ.ზ) რეჰოსპიტალიზაცია იგივე დიაგნოზით;

თ.თ) საწოლზე დაყოვნების გახანგრძლივება;

ი) სამედიცინო რისკების გამოვლენა;

კ) ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო პროგრამების ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა;

ლ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადებ