1. სამსახურის საქმიანობის მიზანია ჰოსპიტალის ფინანსური რესურსების ეფექტიანი, მიზნობრივი, პროდუქტიული და ეკონომიური მართვა და მდგრადობის ანალიზი, ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჰოსპიტალის საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) ჰოსპიტალის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;

გ) ჰოსპიტალის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და უწყებებთან შეთანხმება;

დ) ჰოსპიტალის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ჰოსპიტალის დირექტორისათვის წარდგენა;

ე) ჰოსპიტალის  ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;

ვ) ჰოსპიტალის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული ასახვის უზრუნველყოფა;

ზ) ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების შედგენის და სათანადო ინსტანციებში დადგენილ ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა, ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაგზავნა;

თ) ჰოსპიტალის დირექტორისთვის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კვარტალური, დეტალური ანალიზის წარდგენა და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) ჰოსპიტალის მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-გატარება ბუღალტრულ პროგრამაში, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა და დაარქივება;

კ) შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ლ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;

მ) ჰოსპიტალის თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების (შვებულება, საავადმყოფო  ფურცელზე ყოფნა, საბოლოო ანგარიშსწორება, მივლინება) დარიცხვა და გაცემა;

ნ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;

ო) სხვადასხვა ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) სამინისტროსთვის ხარჯვის შესახებ ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების, ბალანსების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა;

ჟ) მატერიალური ქონების აღრიცხვა და კონტროლი, ასევე ჰოსპიტალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

რ) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;

ს) შესყიდვების პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

ტ) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების უზრუნველყოფა;

უ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება, დირექტორისათვის წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ პორტალზე ატვირთვა;

ფ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გადაცდენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება;

ქ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ღ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის წერილობითი ანგარიშის მომზადება და წარდგენა უფლებამოსილი პირებისათვი