1. საცალო აფთიაქის მიზანია მოსამსახურეების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) თანამედროვე, ეფექტური, ფსიქოტროპული და სამკურნალწამლო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
2. საცალო აფთიაქის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამკურნალწამლო მედიკამენტების და ფსიქოტროპული საშუალებების მარაგების კონტროლი, დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გაცემის უზრუნველყოფა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
გ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენ