1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური მომსახურების, ასევე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის განხორციელება და თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (ქირურგიული, ტრავმატოლოგიური და პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების უზრუნველყოფა);

ბ) საოპერაციო ბლოკების ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

დ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენ