1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, გარდა ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული შემთხვევებისა, რომელთა ზედამხედველობაც განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის და კორონარული ანგიოპლასტიკის კომპონენტების ფარგლებში გეგმური ჩარევებისთვის წესდება მოლოდინის სია. უპირატესობა მიეცემა ადრე დარეგისტრირებულ პაციენტებს. გეგმური ოპერაციების ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად პროგრამის კომპონენტებში წინა თვეში დარჩენილი ნაშთის შესაბამისად.
3. გეგმურ ოპერაციებზე რიგის ფორმირებას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.
4. მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს მისი გაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარგებლე კარგავს რიგ