1. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სოფლად ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, შემთხვევების დაფინანსებისას არ გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმებ