1. „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის” მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება შემდეგი კომპონენტების ფარგლებში:
ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ე) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ზ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
2. მოსარგებლეების აღრიცხვაზე აყვანა მოხდება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და საკვები დანამატი შესაბამის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
4. მოსარგებლეთა აღრიცხვაზე პასუხისმგებელი განმახორციელებელი უფლებამოსილია განსაზღვროს აღრიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.
5. ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში „ზოგადი ამბულატორიისა“ და „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მიმწოდებლები უზრუნველყოფენ განმახორციელებლისათვის აღრიცხვაზე აყვანილ ბენეფიციართა და ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
6. სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯების კომპონენტის მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ხარჯის გაწევის დოკუმენტს არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
7. სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორციელებლისათვის (სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“) დადგენილი ფორმით მედიკამეტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
8. „დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში შესყიდული ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგების მოსარგებლეთა დადგენა ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი