1. დადგენილების დანართი №21-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება) განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება) შესაბამისად;
ბ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოში:
ბ.ა) განმახორციელებელი აფორმებს ხელშეკრულებას გადაწყვეტილებაში მითითებულ დაწესებულებასთან, ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში.
ბ.ბ) მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დადგენილი ფორმის შესაბამისად და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს სამომავლოდ გასაწევ მომსახურებას ან საქონლის მიწოდებას, ანგარიშის წარმოდგენა უნდა მოხდეს, აღებული ვალდებულების დაკმაყოფილებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
გ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ:
გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარმოუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარისშწორებას ახორციელებს განმახორციელებელი მოსარგებლის, ან ამავე დადგენილებით გადაწყვეტილების საფუძვლად მიღებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
2. დადგენილების დანართი №21-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება) განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა