გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია, მისი ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრულია წინამდებარე რეგულაციის დანართში.

ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ჩამოყალიბება შესაძლებელია 35(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

განმცხადებლებმა, რომლებსაც შეტანილი აქვთ განაცხადი გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვებისთვის ავტორიზაციის მოსაპოვებლად, ნაწილობრივ უნდა დაფარონ ამ რეგულაციის დანართში აღნიშნული გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ლაბორატორიების ევროპის ქსელის მიერ ჩასატარებელი ლაბორატორიული კვლევების ხარჯები.

განმცხადებლის მიერ შეტანილი კონტრიბუცია არ უნდა აჭარბებდეს დადგენის მეთოდების ვალიდაციისათვის გაწეული ხარჯების ოდენობას.

წინამდებარე მუხლის განხორციელების დეტალური წესები უნდა დამტკიცდეს 35(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესი