1. ავტორიზაციის განაცხადი, განმცხადებლის მიერ მიწოდებული დამატებითი ინფორმაცია, დირექტივის 2001/18/EC მე-4 მუხლის თანახმად განსაზღვრული კომპეტენტური უწყებების დასკვნები, ასევე მონიტორინგის ანგარიშები და ავტორიზაციის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, გარდა კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციისა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 30 მაისის რეგულაციის (EC) No 1049/2001 პრინციპები ევროპარლამენტის, საბჭოსა და კომისიის დოკუმენტების საჯაროობასთან დაკავშირებით29, უფლებამოსილი ორგანოს მფლობელობაში მყოფ დოკუმენტებზე წვდომის შესახებ განაცხადების განხილვის დროს.

3. წევრი სახელმწიფოები ვალდებულინი არიან განიხილონ აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებზე წვდომის შესახებ განცხადებები რეგულაციის (EC) No 1049/2001 მე-5 მუხლის თანახმა