1. განმცხადებელმა შესაძლოა მოითხოვოს წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში წარმოდგენილი რომელიმე ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება იმ მიზეზით, რომ მათი გახმაურების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მის კონკურენტუნარიან პოზიციას ბაზარზე. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა დასაბუთების წარდგენა, რომელიც შესაძლოა გადამოწმდეს საჭიროებისამებრ.
2. მე-3 აბზაცის შეზღუდვის გარეშე, კომისია, განმცხადებელთან შეთანხმების საფუძველზე, ვალდებულია განსაზღვროს კონფიდენციალური ინფორმაცია და აცნობოს განმცხადებელს საკუთარი გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ.
3. ქვემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურად:
(a) მე-3(1) მუხლსა და მე-15(1) მუხლში მოხსენიებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათისა და ცხოველის საკვების დასახელება და შემადგენლობა, ასევე შესაბამის შემთხვევებში სუბსტრატებისა და მიკროორგანიზმების მითითება;
(b) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ზოგადი დახასიათება, ავტორიზაციის უფლების მქონე პირის სახელი/გვარი;
(c) მე-3(1) მუხლსა და მე-15(1) მუხლში მოხსენიებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათისა და ცხოველის საკვების ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლები;
(d) მე-3(1) მუხლსა და მე-15(1) მუხლში მოხსენიებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათისა და ცხოველის საკვების გავლენა ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე და გარემოზე;
(e) მე-3(1) მუხლსა და მე-15(1) მუხლში მოხსენიებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათისა და ცხოველის საკვების გავლენა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მახასიათებლებზე და მათ კვებით თვისებებზე;
(f) დადგენის მეთოდებზე, კერძოდ ნიმუშების აღებისა და ტრანსფორმაციის შედეგების იდენტიფიცირების მეთოდები, და შესაბამის შემთხვევებში შედეგების იდენტიფიცირება მე-3(1) მუხლსა და მე-15(1) მუხლში მოხსენიებულ სურსათსა და ცხოველის საკვებისთან მიმართებაში;
(g) ინფორმაცია ნარჩენების გადამუშავებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესახებ.
4. მე-2 აბზაცში მითითებული ინფორმაციის გარდა, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
5. დადგენის მეთოდების გამოყენება და რეფერალური მასალების რეპროდუცირება, რომელიც განსაზღვრულია მე-5(3) მუხლსა და მე-17(3) მუხლში წინამდებარე რეგულაციის დანერგვის მიზნებისათვის იმ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან, სურსათთან და ცხოველის საკვებთან მიმართებაში, რომელზეც აღნიშნული დანერგვა ვრცელდება, არ უნდა იქნესშეზღუდული ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან სხვა უფლების გამოყენებით.
6. კომისია, უფლებამოსილი ორგანო და წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაატარონ ყველა საჭირო ზომა წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც უნდა გახდეს საჯარო თუ ამას მოითხოვს შექმნილი პირობები, რათა დაცული იქნესადამიანის ჯანმრთელობა, ცხოველთა ჯანმრთელობა და გარემო.
7. განმცხადებელის მიერ განახცადის გამოთხოვის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო, კომისია, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან პატივი სცენ კომერციული და სამეწარმეო ხასაითის ინფორმაციის კონფიდენციალურ ხასიათს, მათ შორის ჩატარებული კვლევებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას, ასევე დაიცვან ინფორმაცია რომლის კონფიდენციალურობაზე კომისია და განმცხადებელი ვერ შეთანხმდნე