1. ცხოველის საკვები პროდუქტების შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების შეზღუდვის გარეშე, მე-15(1) მუხლში მოხსენიებული ცხოველის საკვების ეტიკეტირება უნდა დაექვემდებაროს ეტიკეტირების მოთხოვნებს.

2. არავის შეუძლია ბაზარზე განათავსოს მე-15(1) მუხლში მოხსენიებული ცხოველის საკვები მათზე ქვემოთ აღნიშნული დამატებითი დეტალური ინფორმაციის ნათლად მითითების გარეშე. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც დანართი დოკუმენტის სახით, ისე დატანილი იქნესკონტეინერის, შესაფუთი მასალის ან ეტიკეტის ზედაპირზე.

თითოეული ცხოველის საკვებიდან წარმოებული კონკრეტული ტიპის ცხოველის საკვები უნდა დაექვემდებაროს შემდეგ წესებს:

(a) მე-15(1)(a)(b) მუხლში მოხსენიებული ცხოველის საკვებისათვის გამოიყენება სიტყვები “გენეტიკურად მოდიფიცირებული (ორგანიზმის დასახელება)”, აღნიშნული სიტყვები ცხოველის საკვების სპეციფიური დასახელების გვერდით, ფრჩხილებში უნდა მოთავსდეს;

ასევე, აღნიშნული სიტყვები შესაძლოა აღინიშნული იქნესსქოლიოში, რომელიც ერთვის ცხოველის საკვების ნუსხას. მისი დაბეჭდვა უნდა მოხდეს იმავე ცხოველის საკვების ნუსხის ანალოგიური ზომის შრიფტით.

(b) მე-15(1)(c) მუხლში მოხსენიებული ცხოველის საკვებისათვის გამოიყენება სიტყვები “წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული (ორგანიზმის დასახელება)”, აღნიშნული სიტყვები ცხოველის საკვების სპეციფიური დასახელების გვერდით, ფრჩხილებში უნდა მოთავსდეს;

ასევე, აღნიშნული სიტყვები შესაძლოა აღინიშნული იქნესსქოლიოში, რომელიც ერთვის ცხოველის საკვების ნუსხას. მისი დაბეჭდვა უნდა მოხდეს იმავე ცხოველის საკვების ნუსხის ანალოგიური ზომის შრიფტით.

(c) ავტორიზაციის დოკუმენტში და მე-15(1) მუხლში მოხსენიებული ცხოველის საკვებისთვის დამახასიათებელი თვისება, რომელიც მითითებულია ქვემოთ და განასხვავებს მას მისი მსგავსი ტრადიციული ტიპის პროდუქტისაგან, როგორიცაა:

(i) შემადგენლობა;

(ii) კვებითი თვისებები;

(iii) გამოყენების მიზნები;

(iv) ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგენს ზოგიერთი ცხოველის სახეობას ან ჯიშებს;

(d) ავტორიზაციით გათვალისწინებული ცხოველის საკვების მახასიათებელი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები ეთნიკური თუ რელიგიური კუთხით.

3. მე-2(a)(b) მუხლში მოხსენიებული და ავტორიზაციის დოკუმენტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, იმ ცხოველის საკვების ეტიკეტირება, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე ქვეთავი და რომელსაც არ გააჩნია ანალოგიური ტრადიციული პროდუქტი, უნდა მოიცავდეს შესაბამის ინფორმაციას ამგვარი სურსათის თავისებურებების და მახასიათებლების შესახე