1. მე-16(2) მუხლის ნაწილობრივი შეზღუდვის საფუძველზე, პროდუქტები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე ქვეთავი და რომლებიც ამ რეგულაციის ძალაში შესვლამდე კანონიერად იქნა განთავსებული ბაზარზე, შეიძლება მომავალშიც განათავსონ ბაზარზე, გამოიყენონ ან გადაამუშავონ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ:

(a) დირექტივებით 90/220//EEC ან 2001/18//EC ავტორიზებული ცხოველის საკვების შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს დირექტივით 82/471/EEC განსაზღვრულ ცხოველის საკვებს, რომელიც წარმოებულია გმო-გან, ან დირექტივით 70/524//EEC განსაზღვრულ ცხოველის საკვებს, რომელიც შეიცავს, შედგება ან წარმოებულია გმო-გან. მათ ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელ ოპერატორებს ევალებათ ამ რეგულაციის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში აცნობონ კომისიას აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებამდე მათი პროდუქტის გაერთიანების ბაზარზე პირველად განთავსების თარიღების შესახებ;

(b) გაერთიანების ბაზრებზე კანონიერად განთავსებული პროდუქტების შემთხვევაში, რომლებიც(a) ქვეპუნქტით დადგენილი პროდუქტების კატეგორიაში არ შედის, მათ ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელ ოპერატორებს ასევე ევალებათ წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში აცნობონ კომისიას აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებამდე მათი პროდუქტის გაერთიანების ბაზარზე პირველად განთავსების თარიღების შესახებ.

2. პირველ პუნქტში მითითებულ შეტყობინებას უნდა დაერთოს მე-17(3) მუხლსა და მე-5 მუხლში აღნიშნული დამატებითი დეტალური ინფორმაცია, რომელიც კომისიამ უნდა გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოსა და წევრ სახელმწიფოებს, ხოლო უფლებამოსილი ორგანო კი თავის მხრივ უგზავნის რეფერალურ ლაბორატორიას მე-17(3)(i)(j) მუხლით განსაზღვრულ დამატებით დეტალურ ინფორმაციას. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია ვალდებულია შეამოწმოს და განსაზღვროს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული იდენტიფიცირების მეთოდების მიზანშეწონილობა.

3. ამ რეგულაციის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში და ყველა საჭირო ინფორმაციის შემოწმებისა და ჩაბარების შემდგომ, ესა თუ ის პროდუქტი რეესტრში რეგისტრირდება. ნებისმიერი ახალი პროდუქტის შეყვანას, როგორც წესი, თან უნდა ერთვოდეს მე-19(2) მუხლში აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია, ხოლო 1(a) აბზაცში მითითებული პროდუქტების შემთხვევაში, უნდა დაფიქსირდეს ამა თუ იმ პროდუქტის ბაზარზე პირველად გატანის თარიღი.

4. 1(a)-ელ აბზაცში მითითებული პროდუქტების ბაზარზე პირველად გატანის დღიდან 9 წლის განმავლობაში და ამ რეგისტრაციის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი ოპერატორები ვალდებულნი არიან შეიტანონ განაცხადი 23-ე მუხლის თანახმად, რომელიც მოქმედებს ყველა შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით. წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, 1(b)-ელი აბზაცით გათვალისწინებული სურსათის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი ოპერატორები ვალდებულნი არიან შეიტანონ განაცხადი 23-ე მუხლის თანახმად, რომელიც მოქმედებს ყველა შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით.

5. პირველი აბზაცით გათვალისწინებული პროდუქტები და ცხოველის საკვები, რომელიც აღნიშნულ პროდუქტებს შეიცავს ან მათგან არის წარმოებული, უნდა დაექვემდებაროს წინამდებარე რეგულაციის დებულებებს, კერძოდ კი 21-ე, 22-ე და 34-ე მუხლების დებულებებს, რომლებიც ვრცელდება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

6. თუკი 1-ელი და მე-2 აბზაცებით დადგენილი შეტყობინებისა და დამატებითი დეტალური მონაცემების შეკრება შეუძლებელია აღნიშნული დროის განმავლობაში, ან მათი სისწორე ეჭვს ბადებს, ან ასევე მე-4 აბზაცის მიხედვით განსაზღვრული დროის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა განაცხადის ჩაბარებას, მაშინ კომისია, რომელიც 35(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურების მიხედვით მოქმედებს, ვალდებულია გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რაც განაპირობებს პრობლემატური პროდუქტებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების ბაზრიდან ამოღებას. ამგვარი ზომის გატარება გაწერილი უნდა იყოს დროის მიხედვით, როდესაც დასაწყობებული მასალა შესაძლოა მოხმარებას დაექვემდებაროს.

7. იმ შემთხვევაში როდესაც ავტორიზაცია არ გაიცა კონკრეტულ პირზე, ოპერატორი, რომელიც ეწევა ამ მუხლით დადგენილ პროდუქტის იმპორტირებას, დამზადებას ან წარმოებს ვალდებულია კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ან განაცხადი აღნიშნულის შესახებ.

8. წინამდებარე მუხლის განხორციელების დეტალური წესები უნდა დამტკიცდეს 35(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისა