1. მე-15(1) მუხლით განსაზღვრულმა ცხოველის საკვებმა:

(a) არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობასა თუ გარემო პირობებზე;

(b) არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში;

(c) არ უნდა მიაყენოს ზიანი ან არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში ცხოველის საკვებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებების გაუარესებით;

(d) არუნდა განსხვავდებოდეს ჩასანაცვლებელი ცხოველის საკვებისგან იმდენად, რომ მისი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში არასასიკეთო კვებითი გავლენა მოახდინოს, როგორც ადამიანზე ისე ცხოველზე.

2. არავის შეუძლია ბაზარზე განათავსოს, გამოიყენოს და გადაამუშავოს პროდუქტი, რომელიც მოხსენიებულია მე-15(1) მუხლში, თუკი მას არ აქვს წინამდებარე ქვეთავის შესაბამისად მინიჭებული ავტორიზაცია და ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული.

3. ავტორიზაცია არ შეიძლება გაიცეს პროდუქტებზე, რომლებიც მოხსენიებულია მე-15(1) მუხლში, თუკი ავტორიზაციის მთხოვნელი განმცხადებელი ადეკვატურად და ამომწურავად არ დაასაბუთებს ამ პროდუქტის სრულ შესაბამისობას ამ მუხლის პირველი აბზაცის მოთხოვნებთან.

4. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ავტორიზაცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

(a) გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ცხოველის საკვებს, რომელიც შეიცავს ან შედგება აღნიშნული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან, ასევე ცხოველის საკვებს, რომელიც წარმოებულია ან შეიცავს ამ გმო-გან წარმოებულ ინგრედიენტებს; ან

(b) გმო-გან წარმოებულ ცხოველის საკვებს, ასევე ამ ცხოველის საკვებისგან წარმოებულ ან მის შემცველ ცხოველის საკვებს.

5. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ავტორიზაციის მინიჭება, მის მინიჭებაზე უარის თქმა, განახლება, გადაკეთება, შეწყვეტა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ ამ რეგულაციით დადგენილი საფუძველის არსებობისას და ამ რეგულაციით დადგენილი წესით.

6. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ავტორიზაციის მაძიებელი განმცხადებელი, ხოლო ავტორიზაციის მიღების შემდეგ ავტორიზაციის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია დარეგისტრირდეს გაერთიანების მასშტაბით.

7. აღნიშნული რეგულაციით განსაზღვრული ავტორიზაცია არ უნდა ზღუდავდეს დირექტივებს 2002/53/EC, 2002/55/EC და 68/193/E