1. წინამდებარე ქვეთავი ვრცელდება იმ სურსათზე, რომელიც გამიზნულია საბოლოო მომხმარებლისათვის ან მსხვილი სურსათის მომწოდებლისათვის მისაწოდებლად, და რომელიც:
(a) შედგება ან შეიცავს გმო-ს; ან
(b) წარმოებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან ან შეიცავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებულ ინგრედიენტებს.
2. წინამდებარე ქვეთავი არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომელთა შემადგენლობაში შედის მასალა, რომელიც წარმოებულია, შეიცავს ან შედგება გმო-გან, ცელკე აღებულ სურსათის ინგრედიენტებთან ან ერთ შემადგენელ ინგრედიენტთან მიმართებაში არაუმეტეს 0,9 პროცენტის პროპორციით, რაც შემთხვევითი ან ტექნიკურად გარდაუვალი შემცველობის მიმანიშნებელია.
3. იმ მიზნით, რათა დადგენილ იქნესაღნიშნული მასალის შემთხვევით ან ტექნიკური გარდაუვალობის გამო მოხვედრა, ოპერატორებმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა დაუსაბუთონ, რომ მათ მიმართეს ყველა ზომას გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა თუ ცხოველის საკვების თავიდან ასარიდებლად.
4. შესაფერისი დაბალი ზღვრული ნორმა შესაძლოა დადგინდეს 35(2)-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებიც შეიცავს ან შედგება გმო-გან, ან მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინები