1. ამ რეგულაციის თანახმად ავტორიზაციის გაცემის შემთხვევაში, ავტორიზაციის მფლობელი თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზაციით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობა თუ შეზღუდვა და ასევე, გაიაზროს, რომ აკრძალულია იმ პროდუქტების (სურსათი და ცხოველის საკვები) ბაზარზე განთავსება, რომელთც ავოტრიზაცია არ აქვთ გავლილი. თუ მე-5(3)(k) მუხლით განსაზღვრული ბაზრის შემდგომი მონიტორინგის ჩატარება, ან მე-5(3)(b) მუხლით დადგენილი მონიტორინგის განხორციელება დაევალება ავტორიზაციის მფლობელს, მაშინ იგი ვალდებულია სისრულეში მოიყვანოს იგი და ავტორიზაციის პირობების მიხედვით კომისიას წარუდგინოს ანგარიშები. მონიტორინგის ანგარიშები საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი მას მერე, რაც კონფიდენციალურად წოდებული ნებისმიერი ინფორმაცია იქნება გამორიცხული.

2. თუ ავტორიზაციის მფლობელი წარადგენს წინადადებას ავტორიზაციის პირობების შეცვლის შესახებ, ის ვალდებულია წარადგინოს აღნიშნული განაცხადი მე-5(2) მუხლის შესაბამისად. მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები გავრცელდეს მათში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია უმალვე შეატყობინოს კომისიას ნებისმიერი ახალი სამეცნიერო ან ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სურსათის მოხმარების უვნებლობის შეფასების პროცესზე. კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს კომისიას კომპეტენტური უწყებებისა თუ ნებისმიერი მესამე ქვეყნების მიერ სურსათის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის აკრძალვისა თუ შეზღუდვის შესახებ.

4. კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააცნოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოსა და წევრ სახელმწიფოებ