1. მე-3(1) მუხლით გათვალისწინებულმა სურსათმა:

(a) არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობასა თუ გარემო პირობებზე;

(b) არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში;

(с) არ უნდა განსხვავდებოდეს ჩასანაცვლებელი სურსათისგან იმდენად, რომ მისი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში არასასიკეთო კვებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე.

2. არავის შეუძლია ბაზარზე განათავსოს სურსათად გამოყენებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ან მე-3(1) მუხლით დადგენილი სურსათი, თუკი მათ არ აქვთ ავტორიზაცია მინიჭებული წინამდებარე ქვეთავის შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული.

3. ავტორიზაცია არ შეიძლება გაიცეს სურსათად გამოყენებისთვის განკუთვნილ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებზე ან მე-3(1) მუხლით დადგენილ სურსათზე, თუკი ავტორიზაციის მთხოვნელი განმცხადებელი ადეკვატურად და ამომწურავად არ დაასაბუთებს ამ პროდუქტის ამ მუხლის პირველი აბზაცის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას.

4. წინამდებარე მე-2 აბზაცში მოხსენიებული ავტორიზაცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

(a) გმო-ს და სურსათს, რომელიც შეიცავს ან შედგება აღნიშნული გმო-გან, ასევე სურსათს, რომელიც წარმოებულია ან შეიცავს ამ გმო-გან წარმოებულ ინგრედიენტებს; ან

(b) გმო-გან წარმობულ სურსათს, ასევე იმ სურსათს, რომელიც იწარმოება ან შედგება გმო-გან წარმობული სურსათისაგან;

(c) გმო-გან წარმოებულ ინგრედიენტებს, ასევე სურსათს, რომელიც შეიცავს ამგვარ ინგრედიენტებს.

5. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ავტორიზაციის მინიჭება, მასზე უარის თქმა, მისი განახლება, გადაკეთება, შეწყვეტა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ ამ რეგულაციით დადგენილი საფუძველის არსებობისას და ამ რეგულაციით დადგენილი წესით.

6. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ავტორიზაციის მაძიებელი განმცხადებელი, ხოლო ავტორიზაციის მიღების შემდეგ ავტორიზაციის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია დარეგისტრირდეს გაერთიანების მასშტაბით.

7. აღნიშნული რეგულაციით განსაზღვრული ავტორიზაცია არ უნდა ზღუდავდეს დირექტივებს 2002/53/EC, 2002/55/EC და 68/193/E