წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის:
1. ტერმინებისათვის „სურსათი”, „ცხოველის საკვები”, „საბოლოო მომხმარებელი”, „სურსათის ბიზნესი” და „ცხოველის საკვების ბიზნესი” გამოიყენება რეგუალციით (EC) No 178/2002 განსაზღვრული განმარტებები;
2. ტერმინისათვის „მიკვლევადობა” გამოიყენება რეგულაციაში (EC) No 1830/2003 აღნიშნული განმარტება;
3. „ოპერატორი” ნიშნავს სურსათის და ცხოველის საკვების ბიზნესით დაკავებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სფეროში საკუთარი საქმიანობის შესაბამისობას ამ რეგულაციის მოთხოვნებთან.
4. ტერმინებისათვის „ორგანიზმი”, „მიზანმიმართული განთავსება” და „გარემოზე ზემოქმედების რისკის შეფასება” გამოიყენება დირექტივით 2001/18//EC განსაზღვრული განმარტებები.
5. „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი” ან „გმო” ნიშნავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმს, რომელიც განმარტებულია დირექტივის 2001/18EC მე-2(2) მუხლით, დირექტივის 2001/18EC I(B) დანართში შეტანილი გენეტიკური მოდიფიკაციის საშუალებით მიღებული ორგანიზმების გამოკლებით.
6. „გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი” ნიშნავს სურსათს, რომელშიც შედის, რომელიც შედგება ან წარმოებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან.
7. „გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველის საკვები” ნიშნავს ცხოველის საკვებს, რომელშიც შედის, რომელიც შედგება ან წარმოებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან.
8. „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, რომლებიც გამოიყენება სურსათად” ნიშნავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც სურსათის, ასევე სურსათის საწარმოებლად საჭირო მასალის სახით იქნესგამოყენებული;
9. „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვებად” ნიშნავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც ცხოველის საკვების სახით, ასევე ცხოველის საკვების საწარმოებლად საჭირო მასალის სახით იქნესგამოყენებული.
10. „გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებულ პროდუქტი” ნიშნავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან სრულად ან ნაწილობრივ მიღებულ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავს ან არ შედგება გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან.
11. „საკონტროლო ნიმუში” ნიშნავს გმო-ს ან მის გენეტიკურ მასალას (პოზიტიური ნიმუში) და პირველადი წარმოშობის ორგანიზმს ან მის გენეტიკურ მასალას, რომელიც გამოყენებულ იქნა გენეტიკური მოდიფიკაციის მიზნით (ნეგატიური ნიმუში).
12. „ტრადიციული ანალოგი” ნიშნავს მსგავს სურსათსა თუ ცხოველის საკვებს, რომელიც წარმოებულია გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე, და რომელსაც უკვე დამკვიდრებული აქვს უსაფრთხო პროდუქტის სახელი.
13. ტერმინისათვის „ინგრედიენტი” გამოიყენება დირექტივის 2001/13/EC მე-6(4) მუხლში აღნიშნული “ინგრედიენტის” განმარტება.
14 „ბაზარზე განთავსება” ნიშნავს რეალიზაციის მიზნით სურსათისა და ცხოველის საკვების ფლობას, მათ შორის რეალზაციის მიზნით მათ შეთავაზებას, ან გადაცემის ნებისმიერ სხვა ფორმას, უფასოდ თუ საფასურის სანაცვლოდ, ჩამოფასებით, დისტრიბუციითა თუ გადაცემის სხვა გავცელებული საშუალებებით.
15. „დაფასოებული სურსათი” ნიშნავს ნებისმიერ ცალკე აღებულ ერთეულს, რომელიც სარეალიზაციოდ გამოტანილია შეფუთვითა და მასში მოთავსებული სურსათით. მიუხედავად იმისა აღნიშნულ შეფუთვაში სურსათი მოთავსებულია სრული სახით თუ ნაწილობრივი შიგთავსის ფორმით, იგი არ ექვემდებარება შეცვლას შესაფუთი მასალის გახსნისა და შეცვლის გარეშე.
16. ტერმინისათვის „მსხვილი მომწოდებელი” გამოიყენება დირექტივის 2000/13//EC პირველ მუხლში აღნიშნული განმარტება.
გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი
ქვეთავი 1
ავტორიზაცია და ზედამხედველო