წინამდებარე რეგულაციის მიზანია, რეგულაციით (EC) No 178/2002 განსაზღვრული ძირითადი პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს შემდეგი:
(a) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველის სიცოცხლისა და კეთილდღეობის და გარემოსა და მომხმარებელთა ინტერესების სრული დაცვის გარანტია, გაერთიანების ბაზრის ეფექტური ფუნქციონირების პირობებში;
(b) გაერთიანებისათვის ერთიანი წესების შემუშავება გენმოდიფიცირებულ სურსათსა და ცხოველის საკვების ავტორიზაციისა და მასზე ზედამხედველობისათვის;
(c) გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ეტიკეტირებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შემუშავებ