1. საკუთარი ინიციატივით ან წევრი სახელმწიფოების ან კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოსცეს დასკვნა იმის შესახებ თუ რამდენად შეესაბამება მე-3(1) მუხლით განსაზღვრული პროდუქტების ავტორიზაცია წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრულ პირობებს. აღნიშნული დასკვნა დაუყონებლივ უნდა გადაეგზავნოს კომისიას, ავტორიზაციის მფლობელსა და წევრ სახელმწიფოებს. უფლებამოსილი ორგანო, რეგულაციის (EC) No 178/2002 38(1)-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია საკუთარი გადაწყვეტილება გახადოს საჯარო, მას მერე რაც წაშლის წინამდებარე რეგულაციის 30-ე მუხლის თანახმად ნებისმიერ კონფიდენციალურ ინფორმაციას. საზოგადოებას შეუძლია მიმართოს კომისიას მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. კომისია ვალდებულია სწრაფად შეისწავლოს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნესნებისმიერი შესაბამისი ზომა 34-ე მუხლის თანახმად. ასევე, შესაძლებელია ავტორიზაციის შეცვლა, შეწყვეტა ან გაუქმება მე-7 მუხლში მოხსენიებული პროცედურის შესაბამისად.

3. მე-5(2)(6)(7) მუხლი მოქმედებს ყველა შესაბამისი ცვლილების გათვალისწინები