1. კვების პროდუქტების შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების შეუზღუდავად, ამ ქვეთავით განსაზღვრული სურსათის ეტიკეტირება უნდა დაექვემდებაროს ეტიკეტირების შემდეგ მოთხოვნებს:

(a) თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ერთზე მეტი ინგრედიენტი, აუცლიებელია დირექტივის 2000/13/EC მე-6 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ინგრედიენტების ჩამონათვალში შევიდეს ტერმინები „გენეტიკურად მოდიფიცირებული” ან „გენეტიკურად მოდიფიცირებულიდან წარმოებული (ინგრედიენტის დასახელება)”;

(b) თუ ინგრედიენტი შედის კონკრეტული დასახელების კატეგორიაში, ინგრედიენტების ჩამონათვალი უნდა შეიცავდეს ტერმინებს „შეიცავს გმო-ს (ორგანიზმის დასახელება)” ან „შეიცავს (ინგრედიენტის დასახელება), რომელიც წარმოებულია გმო-დან (ორგანიზმის დასახელება)”;

(c) თუ ინგრედიენტების ჩამონათვალი არ ის წარმოდგენილი, ტერმინები „გენეტიკურად მოდიფიცირებული” და „გენეტიკურად მოდიფიცირებულიდან წარმოებული (ინგრედიენტის დასახელება)” ნათლად უნდა ჩანდეს ეტიკეტზე;

(d) აუცილებელია, (a) და (b) ქვეპუნქტებში აღნიშნული მითითებების ინგრედიენტების ჩამონათვალის სქოლიოში მითითება. მოცემულ შემთხვევაში ისინი დაბეჭდილი უნდა იყოს არაუმცირეს აღნიშნული ჩამონათვალის ზომის შრიფტით. ჩამონათვალის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ისინი ნათლად ჩანდეს ეტიკეტზე;

(e) თუ საბოლოო მოხმარებლისათვის სურსათი შეთავაზეულია დაფასოების გარეშე ან დაფასოებულია მომცრო პაკეტებში, რომელთა ზედაპირი არ აღემატება 10 სმ2-ს, ამ მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია უნდა მოთვსდეს სურსათის დახლზე (ან უშუალოდ მის გვერდით, ან თავად შეფუთულ პაკეტზე ადვილად იდენტიფიცირებადი და წაკითხვადი შრიფტით.

2. პირველი აბზაცით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, ეტიკეტზე ასევე უნდა მოთავსდეს ინფორმაცია ნებისმიერი სახის მახასიათებლისა თუ თვისების შესახებ, ავტორიზაციით გათვალისწინებული ფორმით, შემდეგ შემთხვევებში:

(a) როცა სურსათი განსხვავდება მისი ანალოგი ტრადიციული პროდუქტისაგან, შემდეგი მახასაითებლებისა და თვისებების მიხედვით:

(i) შემადგენლობა;

(ii) კვებითი ღირებულება ან კვებითი ეფექტი;

(iii) სურსათის გამოყენების მიზნები;

(iv) საზოგადოების გარკვეული ნაწილის ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანი;

(b) როცა სურსათი შესაძლოა შეუსაბამო იყოს ეთნიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით.

3. პირველი აბზაცით გათვალისწინებული და ავტორიზაციით დადგენილი მოთხოვნების გარდა, იმ სურსათის ეტიკეტირება, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე ქვეთავი და რომელსაც არ გააჩნია ანალოგი ტრადიციული პროდუქტი, უნდა მოიცავდეს შესაბამის ინფორმაციას ამგვარი სურსათის თავისებურებების და მახასიათებლების შესახე