1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განაცხადის მიღების დღიდან 6 თვის განმავლობაში მოამზადოს დასკვნა. აღნიშნული პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განმცხადებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მე-2 აბზაცის შესაბამისად.
2. უფლებამოსილი ორგანო ან ეროვნული კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვს განმცხადებლისგან განაცხადთან ერთად დეტალური დამატებითი ინფორმაციის ჩაბარებას კონკრეტულ ვადაში.
3. დასკვნის მოსამზადებლად უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:
(a) შეამოწმოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მასალის და დოკუმენტების შესაბამისობა მე-17 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ასევე ცხოველის საკვების შესაბამისობა მე-16(1) მუხლთან;
(b) მოსთხოვოს წევრი სახელმწიფოს შესაბამის სურსათის შემფასებელ უწყებას ცხოველის საკვების უვნებლობის შეფასების განხორციელება რეგულაციის (EC) No 178/2002 36-ე მუხლის შესაბამისად;
(c) მოსთხოვოს დირექტივის 2001/18/EC მე-4 მუხლით დადგენილ კომპეტენტურ უწყებებს ჩაატარონ რისკის შეფასება გარემოსთან მიმართებაში; იმ შემთხვევებში, როდესაც განაცხადი ეხება სათესლე ან სხვა მცენარეების გასამრავლებელ მასალად გამოსაყენებელ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მიმართოს ეროვნულ კომპეტენტურ უწყებას ჩაატაროს რისკის შეფასება გარემოსთან მიმართებაში.
(d) გადაუგზავნოს განახცადი თანდართული დეტალური დამატებითი ინფორმაციით 17(3)(i)(j)-ე მუხლში მოხსენიებულ გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას, რომელიც ვადებულია შეამოწმოს და დაადგინოს განმცხადებლის მიერ მოწოდებული იდენტიფიცირებისა და დადგენის მეთოდების მიზანშეწონილობა.
(e) 25(2)(c)-ე მუხლის გამოყენების გადამოწმებისას შეამოწმოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მონაცმები, რათა დაადგინოს, რომ ცხოველის საკვების მახასიათებლები არ განსხვავდება მათი ანალოგი ტრადიციული პროდუქტების მახასიათებლებისგან, მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ვარიაციებისთვის დაშვებული ზღვრული ნორმის გათვალისწინებით.
4. გმო-სა და გმო-ს შემცველი ან მისგან შემდგარი ცხოველის საკვების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნესდირექტივის 2001/18/EC ფარგლებში განსაზღვრული გარემოს დაცვის მოთხოვნები, რათა გატარდეს ყველა საჭირო ზომა გმო-ს მიზანმიმართული გამოყენების დროს მისი ადამიანზე, ცხოველსა და გარემო პირობებზე სავარაუდო არასასურველი გავლენის თავიდან ასაცილებლად. გმო-ს შემცველი ან მისგან შემდგარი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მოთხოვნის შესასწავლად, ეროვნული კომპეტენტური უწყება, რომელიც განსაზღვრულია წევრი სახელმწიფოს მიერ დირექტივის 2001/18/EC ფარგელბში მინიჭებული უფლბამოსილების თანახმად, ვალდებულია გაიაროს კონსულტაციები უფლებამოსილ ორგანოსთან. კომპეტენტური უწყებები ვალდებულნი არიან გამოიტანონ დასკვნა, მოთხოვნის მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში.
5. ბაზარზე ცხოველის საკვების განთავსების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
(a) განმცხადებელის სახელი/გვარი და მისამართი;
(b) ცხოველის საკვების დანიშნულება და ძირითადი მახასიათებლები;
(c) საჭიროების შემთხვევაში კარტახენას ოქმის II დანართის მიხედვით მოთხოვნილი აუცილებელი ინფორმაცია;
(d) ცხოველის საკვების ეტიკეტირების შეთავაზება;
(e) გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიების მიერ ნიმუშების აღებისა და ტრანსფორმირების შედეგების იდენტიფიცირების ვალიდური მეთოდები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ამავე მეთოდების გამოყენება ცხოველის საკვების ან/და მისგან წარმოებული ცხოველის საკვები პროდუქტების ტრანსფორმაციის შემთხვევებში; და ასევე მითითებებს შესაფერისი რეფერალური მასალების ხელმისაწვდომობის თაობაზე;
(f) გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიების მიერ ნიმუშების აღებისა და ტრანსფორმირების შედეგების იდენტიფიცირების ვალიდური მეთოდები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ამავე მეთოდების გამოყენება ცხოველის საკვების ან/და მისგან წარმოებული ცხოველის საკვები პროდუქტების ტრანსფორმაციის შემთხვევებში; და ასევე მითითებები შესაფერისი რეფერალური მასალების ხელმისაწვდომობის თაობაზე;
(g) საჭიროების შემთხვევაში, მე-17(5)(b) მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგის გეგმა.
6. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გადაუგზავნოს მიღებული დასკვნა კომისიას, წევრ სახელმწიფოებსა და განმცხადებელს, მათ შორის მიაწოდოს ცხოველის საკვების შეფასების ანგარიში მიღებული დასკვნის მიზეზებისა და ამ მიზნით გამოყენებული ინფორმაციის მითითებით, ასევე კომპეტენტურ უწყებებთან გამართული კონსულტაციების დასკვნები.
7. რეგულაციის (EC) No 178/2002 38(1)-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საკუთარი გადაწყვეტილება გახადოს საჯარო, მას მერე რაც წაშლის წინამდებარე რეგულაციის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ კონფიდენციალურ ინფორმაციას. საზოგადოებას შეუძლია მიმართოს კომისიას მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაშ