1. წინამდებარე რეგულაციით გაცემული ავტორიზაცია განახლებას ექვემდებარება ყოველ 10 წელიწადში, ავტორიზაციის მფლობელის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის შემდხვევაში, ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 1 წლით ადრე.

2. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დეტალური დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები:

(a) ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებითვის საჭირო ავტორიზაციის ასლი;

(b) მონოტორიგის შედეგების ანგარიში, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია ავტორიზაციით;

(c) ცხოველთა საკვების გამოყენებისას დაფიქსირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია უვნებლობის, მომხმარებლებისა თუ გარემო პირობების მიმართ რისკის ფაქტორების გათვალისწინებით;

(d) შესაბამის შემთხვევებში, განაცხადი თავდაპირველ ავტორიზაციაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, და ასევე, მომავალში ჩასატარებელი მონიტორინგის პირობები.

3. მე-17(2), მე-18 და მე-19 მუხლები მოქმედებს შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

4. თუ ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაგრძელებაზე ავტორიზაციის მფლობელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ პროდუქტის ავტორიზაცია ავტომატურად გრძელდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. კომისიამ, უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, შესაძლოა 35(2)-ე მუხლის თანახმად ჩამოაყალიბოს წინამდებარე მუხლის საიმპლემენტაციო წესები, მათ შორის განცხადების მომზადებისა და წარდგენის წესები.

6. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს დეტალური ინსტრუქციები, რომლითაც იხელმძღვანელებენ განმცხადებლები განცხადების მომზადებისა და წარდგენისას.

ქვეთავი 2

ეტიკეტირე