1. წინამდებარე რეგულაციის თანახმად ავტორიზაციის გაცემის შემთხვევაში, ავტორიზაციის მფლობელი და დაინტერესებული მხარე ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზაციაში მითითებული ნებისმიერი პირობა თუ შეზღუდვა და ასევე დარწმუნდეს, რომ არაავტორიზირებული პროდუქტების (სურსათი და ცხოველის საკვები) განთავსება ბაზარზე არ მომხდარა. თუ მე-5(3)(k) მუხლის მიხედვით დადგენილი ბაზარზე პროდუქტის რეალიზების შემდგომი მონიტორინგის, ან/და მე-17(5)(b) მუხლში მოხსენიებული მონიტორინგის განხორციელება დაევალება ავტორიზაციის მფლობელს, მაშინ იგი ვალდებულია სისრულეში მოიყვანოს იგი და კომისიას წარუდგინოს ანგარიშები ავტორიზაციის პირობების შესაბამისად. მონიტორინგის ანგარიშები საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია წაშლის შემდგომ 30-ე მუხლის თანახმად.

2. თუ ავტორიზაციის მფლობელი წარადგენს წინადადებას ავტორიზაციის პირობების შეცვლის შესახებ, ის ვალდებულია წარადგინოს აღნიშნული განაცხადი მე-17(2) მუხლის შესაბამისად. მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები ვრცელდება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია უმალვე შეატყობინოს კომისიას ნებისმიერი ახალი სამეცნიერო ან ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცხოველის საკვების მოხმარების უვნებლობის შეფასების პროცესზე. კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს კომისიას კომპეტენტური უწყებებისა თუ ნებისმიერი მესამე ქვეყნების მიერ ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის აკრძალვისა თუ შეზღუდვის შესახებ.

4. კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააცნოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოსა და წევრ სახელმწიფოებ