1. მე-16(2) მუხლით დადგენილი ავტორიზაციის მისაღებად განაცხადი წარდგენილ უნდა იქნესშემდეგი მოთხოვნების შესაბამისად.

2. განაცხადი უნდა გაეგზავნოს წევრი სახელმწიფოს ეროვნულ უფლებამოსილ ორგანოს.

(a) ეროვნული უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:

1. წერილობით დაუდასტუროს განმცხადებელს აღნიშნული განაცხადის მიღება განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული დასტური აუცილებლად უნდა შეიცავდეს განაცხადის მიღების თარიღს;

2. დაუყონებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს; და

3. უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელმისაწვდომი გახადოს განაცხადი და მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია.

(b) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:

1. დაუყოვნებლივ აცნობოს წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას განაცხადის შესახებ და გახადოს აღნიშნული განაცხადი და მასთან ერთად წარმოდგენილი ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი;

2. მოამზადოს მე-3(1) აბზაცით გათვალისწინებული დოსიეს მოკლე დახასიათება და უზრუნველყოს მისი საჯარო ხელმისაწვდომობა.

3. განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

(a) განმცხადებელის სახელი/გვარი და მისამართი;

(b) ცხოველის საკვების დანიშნულება, მახასიათებლები, მათ შორის ტრანსფორმაციის შედეგები;

(c) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია, რომლის წარდგენა საჭიროა კარტახენას ოქმის II დანართთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

(d) საჭიროების შემთხვევაში, წარმოების მეთოდების დეტალური აღწერა;

(e) ჩატარებული კვლევების ასლები, არსებობის შემთხვევაში დამოკუდებელად ჩატარებული კვლევები, ექსპერტთა შეფასებები, და სხვა ხელთ არსებული მასალები რომლებიც ადასტურებს ცხოველის საკვების შესაბამისობას მე-16(1) მუხლთან, და განსაკუთრებით ცხოველის საკვებისათვის რომელზეც ვრცელდება დირექტივა 82/471/EEC, ინფორმაციისათვის რომელიც განსაზღვრულია საბჭოს 1983 წლის 18 აპრილის დირექტივით 83/228/EEC ცხოველთა კვებაში გამოყენებული გარკვეული პროდუქტების შეფასების ინსტრუქციების დადგენის შესახებ28;

(f) ან შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, რომლითაც დგინდება რომ ცხოველის საკვების მახასიათებლები არ განსხვავდებიან მისი ანალოგი ტრადიციული პროდუქტებისგან, აღნიშნული მახასათებლებისათვის ბუნებრივი ვარიაციების დაშვებული ზღვრული ნორმის და მე-25(2)( c) მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ან ცხოველის საკვების ეტიკეტირებას 25(2)(c)-ე და 25(3)-ე მუხლის შესაბამისად.

(g) დასაბუთებული ახსნა-განმარტება, რომ ცხოველის საკვები არ იქნება ეთნიკური თუ რელიგიური კუთხით მიუღებელი, ან სურსათის სავარაუდო ეტიკეტირების ფორმა 25(2)(d)-ე მუხლის შესაბამისად;

(h) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების პირობები, მათ შორის მათი გამოყენებისა და მოხმარების პირობები;

(i) ნიმუშების აღებისა და დადგენის მეთოდები (ოფიციალური და სტანდარტული ნიმუშების აღების მეთოდების მითითებით) და ასევე, ტრანსფორმაციის შედეგების იდენტიფიცირებისა და საჭიროების შემთხვევაში ცხოველის საკვების ან მისგან წარმოებული ცხოველის საკვები პროდუქტების ტრანსფორმაციის დადგენისა და იდენტიფიცირების მეთოდები;

(j) ცხოველის საკვების ნიმუშები და მათი საკონტროლო ნიმუშები, ასევე ინფორმაცია ადგილის შესახებ სადაც შესაძლებელია რეფერალური მასალების მოპოვება;

(k) საჭიროების შემთხვევაში, ბაზარზე განთავსების შემდგომი მონიტორინგის ჩატარების წინადადება, რომელიც უკავშირდება უშუალოდ ცხოველის მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველის საკვების გამოყენებას;

(i) დოსიეს მოკლე დახასიათება სტანდარტის შესაბამისი ფორმატით.

4. განაცხადთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება გმო-ს ცხოველის საკვებად გამოყენებას, მე-3 აბზაცში “ცხოველის საკვები” განიმარტება, როგორც ცხოველის საკვები, რომელიც შეიცავს, შედგება ან წარმოებულია გმო-გან, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მათგანზე მოხდა განაცხადის წარდგენა.

5. გმო-სა ან ცხოველის საკვების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს ან შედგება გმო-გან, განაცხადის ფორმას თან უნდა ახლდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

(a) სრული ტექნიკური დისიე, რომელიც შეიცავს დირექტივის 2001/18/EC III და IV დანართების მოთხოვნით განსაზღვრულ ინფორმაციას და დირექტივის 2001/18/EC II დანართით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად ჩატარებული რისკის შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაციასა და დასკვნებს, ან გმო-ს ბაზარზე განთავსების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ასლი იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დირექტივის 2001/18//EC, C ნაწილის შესაბამისად;

(b) გარემო პირობების მონიტორინგის გეგმა რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დირექტივის 2001/18EC VII დანართს, მათ შორის მონიტორინგის გეგმის ხანგრძლივობის შესახებ შეთავაზებას; რაც შესაძლოა შემდგომში შეიცვალოს.

აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება, დირექტივის 2001/18/EC მე-13-24-ე მუხლები.

6. თუ განაცხადი ეხება ნივთიერებებს, რომლთა გამოყენება და ბაზარზე განთავსება წარმოადგენს გაერთიანების კანონმდებლობის რეგულირების სფეროს, მათი რეგისტირებული და ნებადართული ნივთიერებების სიაში შეტანისა და ზოგიერთი მათგანის ამ სიიდან ამოღების მიზნით, მაშინ საჭიროა ამ ფაქტის განაცხადში აღნიშვნა და ამ ნივთიერების სტატუსის მითითება შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.

7. კომისიამ, უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 35(2)-ე მუხლის თანახმად უნდა ჩამოაყალიბოს წინამდებარე მუხლის საიმპლემენტაციო წესები, მათ შორის განცხადების მომზადებისა და წარდგენის წესები.

8. აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლამდე, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს დეტალური ინსტრუქციები, რომლითაც იხელმძღვანელებენ განმცხადებლები განცხადების მომზადებისა და წარდგენისა