1. უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, კომისიამ უნდა გაუზავნოს 35-ე მუხლში მოხსენიებულ კომიტეტს განაცხადის საფუძველზე შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი, რომლშიც გათვალისწინებულია უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა, გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამის დებულებები და სხვა ლეგიტიმური ფაქტორები. უფლებამოსილი ორგანოს დასკვნისგან განსხვავებული გადაწყვეტილების პროექტის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია წარმოადგინოს ახსნა-განმარტება განსხვავებული პოზიციის გარშემო.
2. ნებისმიერი გადაწყვეტილების პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზაციის მინიჭებას, უნდა შევიდეს მე-6(5) მუხლით დადგენილი დამატებითი დეტალური მონაცემები, ასევე ავტორიზაციის მფლობელის სახელი/გვარი და დირექტივის (EC) No 1830/2003 მიხედვით გმო-თვის მინიჭებული უნიკალური დასახელება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება 35(2)-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. კომისია ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს განმცხადებელს მიღებული დასკვნის შესახებ და გამოაქვეყნოს დასკვნის დეტალები ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.
5. წინამდებარე რეგულაციით დადგენილი პროცედურების მიხედვით ავტორიზაციის მინიჭებას გააჩნია იურიდიული ძალა გაერთიანების მასშტაბით მომავალი 10 წლის განმავლობაში და მე-11 მუხლის საფუძველზე ექვემდებარება განახლებას. ნებადართული სურსათი რეგისტრირდება 28-ე მუხლით განსაზღვრულ რეესტრში. ნებისმიერი ახალი პროდუქტის რეესტრში შეყვანას თან უნდა ახლდეს ავტორიზაციის მინიჭების თარიღი და მე-2 აბზაცით განსაზღვრული დამეტებითი დეტალური მონაცემები.
6. წინამდებარე ქვეთავით განსაზღვრულმა ავტორიზაციამ არ უნდა შეზღუდოს გაერთიანების კანონდებლობის მოთხოვნები ნივთიერებების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, თუ ისინი რეესტრში რეგისტრირებულნი არიან ან თუ არსებობს მათ მიერ სხვა ნივთიერებების ჩანაცვლების ავტორიზაცია.
7. ავტორიზაციის გაცემამ არ უნდა შეამციროს რომელიმე სურსათის ოპერატორის სამოქალაქო თუ კრიმინალური პასუხისმგებლობის საკითხი ამა თუ იმ ცხოველის საკვებითან მიმართებაში.
8. დირექტივის 2001/18/EC A და D თავებში ამავე დირექტივის C ნაწილის თანახმად ნებადართული გმო-ს განმარტება თანაბრად ვრცელდება ამ რეგულაციის თანახმად ნებადართულ ყველა გმო-ზ