მე-5(3) და (5) მუხლისა და მე-17(3) და (5) მუხლის თანახმად გადანცხადის დოსიეში მითითებული სამეცნიერო მონაცემები თუ სხვა ტიპის ინფორმაცია არ უნდა იქნესგამოყენებული სხვა რომელიმე განმცხადებლის სასარგებლოდ ავტორიზაციის გაცემის დღიდან 10 წლის განმავლობაში, თუ მათი სხვა პირის მიერ გამოყენება არ არის შეთანხმებული ავტორიზაციის მქონე პირთან.

აღნიშნული 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით მოპოვებული და დოსიეში არსებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნესსრულად ან ნაწილობრივ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვა დაინტერესებული განმცხადებლის სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ ავტორიზაციის უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი სურსათი და ცხოველის საკვები წარმოადგენს იმ სურსათისა და ცხოველის საკვების ანალოგს, რომლის ავტორიზაციაც განხორციელდა წინამდებარე რეგულაციის თანახმა