მხარე სახელმწიფოს შეუძლია პროკურორს გადასცეს (რეფერალი) სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ერთი ან მეტი ასეთი დანაშაული, და პროკურორისგან მოითხოვოს სიტუაციის გამოძიება იმის დასადგენად, უნდა წაეყენოს თუ არა ბრალი ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირს ასეთი დანაშაულების ჩადენაში.

რამდენადაც შესაძლებელია რეფერალში უნდა მიეთითოს შესაბამისი გარემოებები და თან უნდა დაერთოს ისეთი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია სიტუაციის გადამცემი სახელმწიფოსთვი