სასამართლოს შეუძლია თავისი იურისდიქციის განხორციელება მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე, წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად, თუ:
სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ერთი ან მეტი ასეთი დანაშაული, მხარე სახელმწიფოს მიერ გადაეცემა (რეფერალი) პროკურორს მე-14 მუხლის შესაბამისად;
სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ერთი ან მეტი ასეთი დანაშაული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის VII თავის საფუძველზე მოქმედი უშიშროების საბჭოს მიერ გადაეცემა (რეფერალი) პროკურორს; ან
პროკურორმა დაიწყო ასეთი დანაშაულის გამოძიება მე-15 მუხლის შესაბამისა