სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ წინამდებარე წესდების ძალაში შესვლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
თუ სახელმწიფო წინამდებარე წესდების მხარე გახდება მისი ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს შეუძლია, რომ თავისი იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია წინამდებარე წესდების ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ამ სახელმწიფოს არ გაუკეთებია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაცი