სახელმწიფო, რომელიც ხდება წინამდებარე წესდების მხარე, ამით აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე.
მე-13 მუხლის (a) ან (c) პუნქტის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან ერთი ან მეტი არის წინამდებარე წესდების მხარე ან აღიარეს სასამართლოს იურისდიქცია მე-3 პუნქტის შესაბამისად:
სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა შესაბამისი ქმედება, ან, თუ დანაშაული ჩადენილ იქნა გემზე ან საჰაერო ხომალდზე, ამ გემის ან საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფო;
სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც არის დანაშაულში ბრალდებული პირი.
თუ მე-2 პუნქტის მიხედვით საჭიროა იურისდიქციის აღიარება წინამდებარე წესდების არამხარე სახელმწიფოს მიერ, ამ სახელმწიფოს შეუძლია რეგისტრატორთან წარდგენილი დეკლარაციით, აღიაროს სასამართლოს მიერ იურისდიქციის განხორციელება შესაბამის დანაშაულზე. ამღიარებელი სახელმწიფო ვალდებულია, რომ სასამართლოსთან ითანამშრომლოს ყოველგვარი შეფერხების ან გამონაკლისის გარეშე, მე-9 ნაწილის შესაბამისა