საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ წინაპირობებს:

ა) ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ - ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, ხელს უწყობს  მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას;

ბ)  ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ  უწესებს შეზღუდვებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევასთან;

გ) ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშნელოვან ნაწილზე;

დ) ექცევა ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებათა ჯგუფებშ