1. კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც უკავშირდება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების ყიდვას, გაყიდვას და შემდგომ რეალიზაციას. ასევე, ავტოტრანსპორტის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისით მოსარგებლე ეკონომიკური აგენტები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დადგენილების მე-2 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა დისტრიბუციასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და არ უნდა არსებობდეს ამ დადგენილების მე-11 მუხლით განსაზღვრული გამომრიცხავი გარემოებებ