1. ამ დადგენილების მე-6 მუხლით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლებენ ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორის დადებული ხელშეკრულება გულისხმობს:
ა) კონკურენციის პირდაპირ ან ირიბ შეზღუდვას დაუზუსტებელი ვადით, ან დაზუსტებული ვადის შემთხვევაში, 5 წელზე მეტი ვადით;
ბ) მხარისათვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდგომ, განახორციელოს გარკვეული საქონლის ან/და მომსახურების დამზადება ან გაყიდვა;
გ) მხარისათვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას, მის სისტემაში შეისყიდოს ან გაყიდოს სხვა, მიმწოდებლის კონკურენტი ეკონომიკური აგენტის პროდუქცია/მომსახურება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის წევრი;
დ) მხარისათვის ტერიტორიული ან მომხმარებელთა, ან სხვა ნიშნით შეზღუდვების დაწესებას, გარდა:
დ.ა) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის წევრისათვის შეზღუდვის დაწესებისა, მიჰყიდოს საქონელი ან მომსახურება ეკონომიკურ აგენტს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სადისტრიბუციო სისტემის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს;
დ.ბ) ექსკლუზიურ ტერიტორიაზე ან ექსკლუზიურ მომხმარებელთა ჯგუფზე აქტიური გაყიდვების შეზღუდვისა, რომელიც მიმწოდებელს რეზერვირებული აქვს თავისთვის, ან გამოყოფილი აქვს სხვა მყიდველისთვის;
დ.გ) მყიდველის უნარის შეზღუდვისა, გაყიდოს კომპონენტები, რომლებიც მიეწოდება სისტემის ერთიანობის მიზნებისათვის იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მათი გამოყენება სურთ იგივე საქონლის საწარმოებლად, რომელსაც აწარმოებს მიმწოდებელი;
დ.დ) მიმწოდებლის მიერ მყიდველისთვის შეზღუდვის დაწესებისა, რომელიც გულისხმობს მყიდველის მხრიდან საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიყიდვის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარმოადგენს საბითუმოდ მოვაჭრეს;
ე) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის საცალო ვაჭრობის დონეზე მოქმედი წევრისათვის აკრძალვის დაწესებას მომხმარებლის საბოლოო რგოლისათვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი აკრძალვა ეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის გარეთ;
ვ) ჯვარედინი მიწოდების შეზღუდვას შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის დისტრიბუტორებს შორის, იმ დისტრიბუტორების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ ვაჭრობის სხვადასხვა დონეზე.
2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევად ითვლება ასევე, მხარეთა შეთანხმება დუმილზე, როგორც აქცეპტის ფორმაზე, 5 წლის შემდეგ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ ჩაითვლება გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავად, თუ ხელშეკრულებით ერთი მხარის მიერ მეორისთვის დაწესებული აკრძალვა:
ა) აუცილებელია, რათა დაცულ იქნეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ნოუ ჰაუ;
ბ) ვრცელდება მაქსიმუმ ერთი წლით ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან;
გ) ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომელიც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს და რაზეც მიმწოდებელს/მწარმოებელს ექსკლუზიური უფლებამოსილებები გააჩნია;
დ) ვრცელდება მხოლოდ იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც მეორე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის იყენებდ