ეკონომიკური აგენტები, მიუხედავად შესაბამის ბაზარზე მათ მიერ დაკავებული წილებისა და მათი წლიური ბრუნვის მოცულობისა, ვერ ისარგებლებენ ამ დადგენილების მე-10 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისით, თუ ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულების დადებით პირდაპირ ან არაპირდაპირ მიზნად ისახავენ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების მიყიდვის აკრძალვას იმ დამოუკიდებელი ავტოსატრანსპორტო სახელოსნოებისათვის, რომლებიც ამ ნაწილებს იყენებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შეკეთების ან მათი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისათვის;
ბ) მწარმოებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოებისთვის საჭირო პირველადი ავტონაწილების მიმწოდებლისათვის ისეთი პირობების დაწესებას, რაც უკრძალავს ამ უკანასკნელს ნათლად და გარკვევით განათავსოს მისი სავაჭრო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მიწოდებულ ავტონაწილზე.
ხელშეკრულებები ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახ