1.  ამ დადგენილების  მე-6 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებების  განხილვისას,  ბაზრის მნიშნელოვან ნაწილად ითვლება შესაბამისი ბაზრის 30%.

2. მიმწოდებლის მიერ დაკავებული შესაბამისი ბაზრის წილის განსაზღვრა ხორციელდება მხოლოდ იმ პროდუქციულ საზღვრებში, რომლებიც შედგება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მიწოდებული პროდუქციისგან.

3. ბაზარზე დაკავებული წილების განსაზღვრა უნდა მოხდეს ბოლო საფინანსო წლის მონაცემების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში კონკურენცია იზღუდება შესაბამისი ბაზრის არა უმეტეს 30%-ზე და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  მისი მოცულობა გაიზრდება 40-%-მდე, ამ დადგენილების ამ თავით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების ხასიათი და ამ დებულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები უცვლელი რჩება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში კონკურენცია იზღუდება შესაბამისი ბაზრის არა უმეტეს 30%-ზე და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისი მოცულობა გადააჭარბებს შესაბამისი ბაზრის 40%-ს, ამ თავით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები უცვლელი რჩება ამ ზღვრის გადაჭარბების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის გასვლის შემდგომ, ასეთ ხელშეკრულებაზე გავრცელდება კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვებ