ეს დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ განსახილველი ხელშეკრულება გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) შესახებ;
ბ) ბაზრის ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილების შესახებ;
გ) მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტებისათვის ან სხვისთვის სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესების შესახებ, რაც არსებითად ლახავს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებ