1. კანონის მე-7 მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ისეთ ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას და აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-4 მუხლითა და ამ თავით განსაზღრულ წინაპირობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისით სარგებლობა ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მხარეები წარმოადგენენ დისტრიბუტორებს და ამავდროულად, თითოეული მათგანის წლიური ბრუნვა (ურთიერთდაკავშირებულ პირებთან ერთად) ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში არ აღემატება 15 000 000 ლარს და ასევე, ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკური აგენტები არ არიან კონკურენტი ეკონომიკური აგენტები კანონის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისი ვრცელდება ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც გულისხმობს არამატერიალურ სიკეთეთა გადაცემას ან ამ სიკეთეებით საერთო სარგებლობას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისით სარგებლობა შეუძლიათ ეკონომიკურ აგენტებს, თუ ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს მწარმოებელი, რომელიც ვაჭრობის უფლების დელეგირებას ახდენს ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე და ამავდროულად აშკარაა, რომ ეს უკანასკნელნი ვაჭრობის უფლების განხორციელებით მოქმედებენ მწარმოებლის ინტერესებისათვი