1. პიროტექნიკური ნაწარმის დისტრიბუცია ხორციელდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზიის საფუძველზე.

2. დისტრიბუტორი უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის შენახვას ან/და ტრანსპორტირებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

3. თუ პიროტექნიკური ნაწარმი წარმოადგენს რაიმე საფრთხეს, დისტრიბუტორი აცნობებს მწარმოებელს ან იმპორტიორს, ასევე, სააგენტო