1. სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის სტატუსი ენიჭება იურიდიული პირის თანამშრომელს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის დოკუმენტი და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის 18 წელს მიღწეული;

ბ) ფსიქიკურად არ არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს არ ხდის მის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებას;

გ) არ არის დაავადებული ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით;

დ) არ იყო მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე−139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 149-ე−1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ან ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;

ე) არ აქვს ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1562 − 1564 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

ვ) სააგენტოში გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება;

ზ) აღებული აქვს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა (ფორმა N100).

2. სერტიფიკატი გაიცემა იურიდიულ პირზე, ხოლო სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა, რომელთა მოქმედების ვადა არის 2 წელ