1. პიროტექნიკური ნაწარმის ნიშანდება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პიროტექნიკური ნაწარმის ნიშანდების მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ნაწარმის ზემოქმედების დონისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინფორმირება.
3. პროდუქტზე დატანილი ნიშანი უნდა იყოს, ქართულად შესრულებული, მკაფიო, ადვილად გასაგები და წაუშლელი.
4. პიროტექნიკური ნაწარმზე დატანილ ნიშანზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული დასახელება, კატეგორია/ქვეკატეგორია, რომელიც გამოიხატება შესაბამისი აბრევიატურით, გამოყენების შესახებ ინსტრუქცია, განსაკუთრებული რისკის ან მის გამოყენებაზე სპეციალური ცოდნის შესახებ ინფორმაცია, ასევე ფეთქებადი ნივთიერებების შემცველობა.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულისა, პიროტექნიკურ ნაწარმს თან უნდა ახლდეს შემდეგი მინიმალური ინფორმაცია:
ა) F კატეგორიის:
ა.ა) ქვეკატეგორია F1: საჭიროებისამებრ: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“ და „რეალიზება დასაშვებია ლიცენზიის გარეშე“, უსაფრთხოების მინიმალური მანძილი;
ა.ბ) ქვეკატეგორია F2: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი;
ა.გ) ქვეკატეგორია F3: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი;
ა.დ) ქვეკატეგორია F4: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი;
ბ) T კატეგორიის:
ბ.ა) ქვეკატეგორია T1: საჭიროებისამებრ: „მხოლოდ გარე გამოყენებისთვის“, „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და უსაფრთხოების მინიმალური მანძილი;
ბ.ბ) ქვეკატეგორია T2: „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილი;
გ) P კატეგორიის:
გ.ა) ქვეკატეგორია P1: საჭიროებისამებრ: „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და „რეალიზება დასაშვებია ლიცენზიის გარეშე“, უსაფრთხოების მინიმალური მანძილი;
გ.ბ) ქვეკატეგორია P2: „მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ გამოსაყენებლად“ და მინიმალური უსაფრთხო მანძილ