1. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოთხოვნებს.
2. პირველ პუნქტში მითითებული შენობა-ნაგებობის შეცვლა და მათი გამოყენება შესაძლოა მხოლოდ სათანადო შესაბამისობის ახალი დასკვნის/დასკვნების მიღების შემდეგ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე, სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება, ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციისათვის განკუთვნილი შენობის შიდა სივრცეში, სალაროსთან და შემოსასვლელებში, რეალიზატორი ახდენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი