1. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა.

2. რეალიზატორმა უნდა შეამოწმოს, პიროტექნიკურ ნაწარმს ახლავს თუ არა უსაფრთხოების ინსტრუქციები და ინფორმაცია, დაცულია თუ არა მწარმოებლის და იმპორტიორის მიერ ნიშანდების მოთხოვნები ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

3. რეალიზატორი ვალდებულია ჰქონდეს პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ პიროტექნიკური ნაწარმი წარმოადგენს რაიმე საფრთხეს, რეალიზატორი აცნობებს მწარმოებელს ან იმპორტიორს, ასევე, სააგენტოს.

4. რეალიზატორი უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის შენახვის ან/და ტრანსპორტირების პირობების შესაბამისობას უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან.

5. რეალიზატორმა პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია უნდა განახორციელოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ, შესაბამისი სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გამოწერილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე.

6. მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პიროტექნიკური ნაწარმით წარმოქმნილი რისკის ხარისხის გათვალისწინებით, რეალიზატორი წარადგენს განაცხადს აკრედიტებულ გამოსაცდელ ლაბორატორიაში სარეალიზაციო ნაწარმის ნიმუშების გამოსაცდელად, ატარებს კვლევას და ნაწარმის შეუსაბამობის, მათი გამოთხოვის ან/და ამოღების შემთხვევების შესახებ აწარმოებს საჩივრების რეესტრს, ასევე,  მწარმოებელს ან იმპორტიორს და სააგენტოს აცნობებს ნებისმიერი ასეთი მონიტორინგის თაობაზე.

7. რეალიზატორი უზრუნველყოფს სარეალიზაციო პროდუქციის დაცვას.

8. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების შემდეგ რეალიზატორი ინახავს შესაბამის დოკუმენტაციას 10 წლის განმავლობაშ