1. შესაბამისობის დეკლარაცია ივსება „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენისას, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას პიროტექნიკური ნაწარმის ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

3. პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის შეფასებისათვის მწარმოებელმა უნდა შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით დადგენილი შემდეგი პროცედურებიდან ერთ-ერთი:

ა) ტიპის გამოცდა (მოდული B) და მწარმოებლის მიერ არჩეული ვარიანტის თანახმად, შემდეგი პროცედურები:

ა.ა) ტიპთან შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლისა და ამასთან, ნაწარმის შემთხვევითი ინტერვალებით საკონტროლო შემოწმების საფუძველზე (მოდული C2);

ა.ბ) ტიპთან შესაბამისობა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული D);

ა.გ) ტიპთან შესაბამისობა ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული E);

ბ) ერთეული ნაწარმის დადასტურებაზე დაფუძნებული შემოწმება (მოდული G);

გ) შესაბამისობა ემყარება ხარისხის სრულ უზრუნველყოფას (მოდული H) (F4 ქვეკატეგორიის ფოიერვერკის შემთხვევაში გამოიყენება სავალდებულო წესით