1. იმპორტიორმა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი უნდა განახორციელოს იმპორტის ნებართვის საფუძველზე. მას ასევე უნდა გააჩნდეს რეალიზაციის ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტი არ ხორციელდება რეალიზაციის მიზნით, ასევე ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

2. იმპორტიორი ვალდებულია, ფლობდეს პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის დეკლარაციას, რომლითაც დადასტურდება, რომ მწარმოებელმა განახორციელა შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, პიროტექნიკურ ნაწარმზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები.

3. იმ შემთხვევაში, თუ პიროტექნიკური ნაწარმი წარმოებულია „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით, იმპორტიორი ვალდებულია დაადასტუროს პიროტექნიკური ნაწარმის შესატყვისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ბაზარზე განსათავსებელ პიროტექნიკურ ნაწარმზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესატყვისობა. ასეთი შესატყვისობის დადასტურების შემთხვევაში, პიროტექნიკური ნაწარმი დაექვემდებარება შესაბამისი შესატყვისი პიროტექნიკური ნაწარმისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. ასაფეთქებელი სახის F1 კატეგორიის პიროტექნიკურ ნაწარმზე, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე, ასევე P კატეგორიის პიროტექნიკურ ნაწარმზე, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მახასიათებლებით შესაძლებელია შეესაბამებოდეს ამ კატეგორიისთვის დადგენილ პარამეტრებს, რისკისა და საფრთხის ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების განსაზღვრისა და მისი გამოყენების წესების დაცვის მიზნებისათვის, შესაძლებელია გავრცელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული, სხვა კატეგორიას/ქვეკატეგორიას დაქვემდებარებული პიროტექნიკური ნაწარმისათვის დადგენილი მოთხოვნები.

5. თუ პიროტექნიკური ნაწარმი არ შეესაბამება მისთვის დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს ნაწარმის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულება იმისათვის, რომ მასზე გაიცეს იმპორტის ნებართვა.

6. იმპორტიორი ვალდებულია, სეს ესნ-ის 3604 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტში დეკლარირებისას შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ამ საქონელზე გაცემული იმპორტის ნებართვა.

7. იმპორტიორმა პიროტექნიკურ ნაწარმზე უნდა მიუთითოს თავისი სახელი და საკონტაქტო მისამართი ან, თუ ეს შეუძლებელია, იმპორტიორის შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნეს პიროტექნიკური ნაწარმის შესაფუთ ყუთზე და თანმხლებ დოკუმენტში, იმპორტირებული პროდუქტის მიწოდებამდე.

8. იმპორტიორს ბაზარზე შემოაქვს მხოლოდ ის პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის დოკუმენტაციის სავალდებულო მოთხოვნებს. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით.

9. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს იმპორტირებული პიროტექნიკური ნაწარმის შენახვა ან/და ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

10. მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პიროტექნიკური ნაწარმით წარმოქმნილი რისკის ხარისხის გათვალისწინებით, იმპორტიორმა უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტებულ გამოსაცდელ ლაბორატორიაში სარეალიზაციო ნაწარმის ნიმუშების გამოსაცდელად, ჩაატაროს კვლევა და აწარმოოს ნაწარმის შეუსაბამობის, მათი გამოთხოვის ან/და ამოღების შემთხვევების შესახებ საჩივრების რეესტრი, ასევე, დისტრიბუტორებს აცნობოს ნებისმიერი ასეთი მონიტორინგის თაობაზე.

11. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების შემდეგ იმპორტიორი ინახავს შესაბამისობის დოკუმენტაციის ასლებს 10 წლის განმავლობაშ